თსუ-ის 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტების თქმით, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ლადო პაპავა რექტორის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.

დამოუკიდებელი სტუდენტების მიერ გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციაში რექტორის გადადგომა უნივერსიტეტისთვის ანარქიას ნიშნავს. ლადო პაპავას გადადგომას ეწინააღმდეგება თსუ-ის ლექტორთა ნაწილიც.

“რექტორი შევიდა ბიბლიოთეკაში, მას რამდენიმე სტუდენტიც შეჰყვა და ლაპარაკობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რექტორი აპირებს გადადგომას, ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებს. 07 აუდიტორიაში ლექტორებიც შეიკრიბნენ, რომლებიც აპირებენ, მხარი დაუჭირონ ლადო პაპავას, რათა ასეთ მდგომარეობაში არ დატოვოს მან უნივერსიტეტი. ჩვენ, სტუდენტები მხარს ვუჭერთ იმას, რომ ლადო პაპავა ასეთ სიტუაციაში არ გადადგეს”, – აღნიშნავს აქციის მონაწილე, ვალერი თევდორაძე “17 მაისთან” საუბარში. 

როგორც თევდორაძე ამბობს, თსუ-ის პირველი კორპუსის წინ შეკრებილნი არიან სტუდენტები, რომლებსაც შენობაში კვლავ არ უშვებენ. მისი თქმით, გარეთ დარჩენილი სტუდენტები სოლიდარობის აქციას გამართავენ.

ასევე, თევდორაძე ამბობს, რომ არ აქვთ ინფორმაცია კონტრაქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა “17 მაისთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი ადამიანები შეამჩნიეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s