საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ხოლო პოლიციამ და თსუ-ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს ერთი მხრივ, ამ ფაქტების თავიდან არიდება და მეორე მხრივ, მათზე ეფექტური რეაგირება.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 14 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი ჰქონდა იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორე კორპუსიდან გამომავალი გვირაბის მეშვეობით ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რამაც პროცესებში გარკვეული არეულობა შემოიტანა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა ერთი სტუდენტის დ.ხ.-ს ცემის შესახებაც.

“აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის შენობაში შესვლა შეზღუდული იყო. შესაბამისად, დასადგენია, როგორ მოხვდა ახალგაზრდების ზემოაღნიშნული ჯგუფი შენობაში და ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული შესასვლელის კონტროლზე”.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ორი აქციის პროცესში, მნიშვნელოვანია პოლიციელების მხრიდან სათანადო ვერბალური კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან, მათთვის ცალკეული საკითხების განმარტებისა და სიტუაციის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად სწორი გზავნილების მიწოდების მიზნით. გარდა ამისა, აუცილებელია რომ როგორც პოლიციამ, ასევე თსუ-ს დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს თანაბარი მიდგომა ორივე აქციის მონაწილეთა მიმართ, მათ შორის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კუთხით.

“ძალადობის შემთხვევებში აუცილებელია ასეთ ფაქტებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება და მოძალადეთა სათანადოდ დასჯა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში გამოსარკვევია პოლიციელთა და თსუ-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხი. სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ დაუშვან მისი პროვოცირება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თსუ-ში მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას განაგრძობს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s