თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ძალადობრივი გზით ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

სტუდენტების მეორე ნაწილის თქმით, პაპავამ მათთან შეხვედრისას მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ის არ გადადგება და რომ მისი ასეთ სიტუაციაში გადადგომა უნივერსიტეტის შეურაცხყოფა იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტი უპატრონოდ დარჩებოდა.

აქციის მონაწილემ, ვალერი თევდორაძემ “17 მაისთან” საუბარში აღნიშნა, რომ ვლადიმერ პაპავამ შეხვედრისას პირობა დადო, რომ ყველაფერს მოაგვარებდა.

“ლადო პაპავამ თსუ-ის ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა. თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის არ გადადგება და რომ მისი ასეთ სიტუაციაში გადადგომა იქნება უნივერსიტეტის შეურაცხყოფა. პაპავამ განცხადა, რომ თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს პირადად შეხვდებოდა და გააკონტროლებდა სიტუაციას”, – აღნიშნა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში ვითარება 14 მარტს დაიძაბა, როდესაც დამოუკიდებელმა სტუდენტებმა და თვითმმართველობის წევრებმა აქცია ერთდროულად გამართეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s