“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციის განმარტებით, პოლიციამ ძალადობის ეფექტურად პრევენცია ვერ შეძლო, ასევე დაფიქსირდა ორმაგი სტანდარტის გამოყენება უნივერსიტეტის შენობაში მხარეების წარმომადგენელთა დაშვების თვალსაზრისით.

“წლების განმავლობაში პრობლემად რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (და რიგი სხვა სასწავლო დაწესებულებების) ავტონომიის უზრუნველყოფა და მათ საქმიანობაში არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევის აღკვეთა. როგორც მიმდინარე აქციები გვაჩვენებს, ამ პრობლემის გადაჭრა ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო.

სხვადასხვა საჯარო უწყებებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში ე.წ. „ოდეერების“ მივლინების მანკიერი საბჭოთა პრაქტიკა დღემდე არ აღმოფხვრილა – პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობის გამო.

სტუდენტური თვითმმართველობის დღევანდელი მოდელი ცალსახად მოძველებულია და არსებული სტრუქტურა არ გამოხატავას სტუდენტების დიდი ნაწილის ინტერესებს.

მედიიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს დაკავებული აქვს რექტორის კაბინეტი, რაზეც რეაგირებას არ ახდენს პოლიცია,” – ნათქვამია განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება და მედიას დაუბრკოლებლად მუშაობის შესაძლებლობა მისცეს.

“ვფიქრობთ, რომ შექმნილი ვითარება და ზემოხსენებული პრობლემები სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან. საჭიროა როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართული მოკლევადიანი ზომები, ისე გრძელვადიანი ცვლილებები განათლების პოლიტიკაში. ამავე დროს, უნდა გამოირიცხოს უნივერსიტეტის მუშაობაში არაჯეროვანი გარე ჩარევის შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ისე ნებისმიერი სხვა არაუფლებამოსილი უწყების მხრიდან,” – წერია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s