შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვიმმართველობის წევრების მიერ რექტორის კაბინეტში შეჭრის მომენტში, პოლიცია კაბინეტთა არ იმყოფებოდა.
როგორც შსს-ში 17 მაისს უთხრეს, ვლადიმერ პაპავას კაბინეტთან მხოლოდ თსუ-ს დაცვის თანამშრომლები იყვნენ. უწყების ინფორმაციით, პოლიცია მობილიზებულია უნივერსიტეტის შენობაში და ყველაფერზე ახდენს რეაგირებას.
ამ მომენტში, ვლადიმერ პაპავა საკუთარ კაბინეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება. კაბინეტთან პოლიციამ კორდონი გააკეთა.
შსს-ში არ ამბობენ, დააცლევინებს, თუ არა თვითმმართველობის სტუდენტებს პოლიცია რექტორის კაბინეტს.