სახალხო დამცველმა თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მედიის წარმომადგენლებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის ხელის შეშლის ფაქტებს გაუსვა ხაზი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოცემა “17 მაისის” ჟურნალისტს, ვახტანგ კვარაცხელიას თვითმმართველობის მომხრე პირები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაში, დაცვის სამსახურმა და პოლიციამ კი შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

“საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გამოცემა „17 მაისის“ ჟურნალისტმა ვახტანგ კვარაცხელიამ მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თსუ–ს თვითმმართველობის მომხრე პირებმა მას არ მისცეს ფოტოგადაღების საშუალება, დაემუქრნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი, როგორც ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელ ბარათს არ უბრუნებდნენ. ვახტანგ კვარაცხელიას განმარტებით, იქვე მყოფმა პოლიციელებმა ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი სამართალდამცველებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s