გუშინ, გვიან რამით საპატრულო პოლიციამ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლისა და რექტორის თხოვნით, სტუდენტები შენობაში შეუშვეს.

აუდიტორია 115-ში გაიმართა მოლაპარაკება სტუდენტებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, სადაც სტუდენტების ძირითადი მოთხოვნები განიხილეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ მიიღეს პირობა, რომ დაიწყებოდა მსჯელობა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის რეფორმირებაზე. განათლების სამინისტრომ კი მხარი დაუჭირა საკანონმდებლო დონეზე თვითმმართველობის ფუნქციების განსაზღვრას.

“მიღწეულია შეთანხმება, რომ თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად განისაზღვროს უნივერსიტეტის მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება და სტუდენტთა ინტერესების დაცვა. განათლების სამინისტროსგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი მზად არიან სტუდენტური თვითმმართველობისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში განახორციელონ ცვლილებები და შექმნან კომისია, რომელიც შეისწავლის განათლების სისტემის სტრუქტურულ პრობლემებს, ” – აღნიშნა ირაკლი კუპრაძე.

გარდა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილებისა, აუდიტორია 115-ის სტუდენტები უნივერსიტეტში ოდეერის არსებობაზეც გამოთქვამდნენ პროტესტს და მოითხოვდნენ აღნიშნული საქმის გამოძიებას.

“მათ უკვე მიმართეს პარლამენტს უნივერსიტეტში ოდეერების ყოფნასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებულ იქნას და ქმედითი იყოს ის კანონი, რომელიც კრძალავს უნივერსიტეტში ოდეერის არსებობას. ველოდებით პარლამენტის თანხმობას და პასუხს ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ

შეგახსენებთ, რომ აუდიტორია 115-ის სტუდენტებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: კანცლერობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა, სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის ძირეული ცვლილება და უნივერსიტეტში ოდეერის ყოფნის საქმის გამოძიება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s