აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი სტუდენტის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში დარჩებიან მანამ, სანამ სანამ თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა უცხო პირები არ დატოვებენ უნივერსიტეტის შენობას.

“თვითმმართველობის წარმომადგენლებს აქვთ ერთადერთი მოთხოვნა – რექტორის გადადგომა. მიგვაჩნია, რომ ეს მოთხოვნა უპერსპექტივოა და ჩვენ ვრჩებით უნივერსიტეტში მანამ, სანამ მსგავსი ოპონირების პროცესი გაგრძელდება,” – აღნიშნავს ირაკლი კუპრაძე.

იგი “17 მაისთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება და დღეს, 16 მარტს 13 საათზე სტუდენტებსა და პროფესორებს პირველი კორპუსის შიდა ეზოში აქციაზე მოსვლისა და მათი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდებს.

“აქცია უნივერსიტეტის ბაღში უნდა გამართულიყო, თუმცა თვითმმართველობამ პარალელურად დააანონსა აქცია, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ თავიდან აგვეცილებინა სიტუაციის ესკალაცია. ამიტომ, აქცია გადავიტანეთ თსუ-ის შიდა ეზოში”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 16 მარტის აქცია დააანონსეს. იგი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, 12 საათზე დაიწყება და რექტორის გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s