საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან “17 მაისთან” განაცხადა.

“დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ არ დავუჭერ მხარს. ვფიქრობ, რომ ხდება ამ თემების წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოყენება, რაც ძალიან სარისკოა. ეს ინიციატივა გათვლილია კონკრეტული ჯგუფების დემონიზაციაზე, მათთან ბრძოლაზე. არაფერი საერთო ადამიანის უფლებებსა და მორალთან ამას არ აქვს. მიმაჩია, რომ ამ თემის ირგვლივ ბინძური პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს,” – განმარტა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s