სახალხო დამცველი თსუ-ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნულის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

უჩა ნანუაშვილმა ანგარიშში ხაზი თსუ-ის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის არაეფექტურ მუშაობას გაუსვა. სახალხო დამცველი მიმართავს შსს-ს, რომ “იმოქმედოს მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, აქციის მონაწილეთა უფლებების სრული დაცვით”.

“გავრცელებული მასალები მიუთითებს, რომ 15 მარტს უნივერსიტეტის შენობასა და რექტორის კაბინეტში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ თსუ–ის თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები. აღნიშნული ინციდენტების დროს პოლიციისა და დაცვის სამსახურის მუშაობა არ იყო ეფექტური და მათ ვერ შეძლეს მისი თავიდან აცილება. ამ დროისათვის რექტორის კაბინეტი არ არის დაკავებული თსუ–ის თვითმმართველობის მომხრე სტუდენტების მიერ. გუშინდელი დღის განმავლობაში კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა შენობაში შესვლა–გამოსვლის რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელთა განმარტებით შენობაში შესვლა შეზღუდული იყო, პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია უნივერსიტეტში სხვადასხვა ჯგუფების (მათ შორის, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლების) შემოსვლის შესახებ მაშინ, როდესაც აუდიტორია 115–ის სტუდენტებს უარს ეუბნებოდნენ სტუდენტების ჩანაცვლებაზე, რაც ქმნიდა მათი შეკრების თავისუფლების შეზღუდვის რისკებს. მოგვიანებით, გვიან ღამით, აუდიტორია 115–ის სტუდენტებს მიეცათ შენობაში შემოსვლის შესაძლებლობა”, – წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველმა ყურადღება ჟურნალისტებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება და სამართალდამცავებს მსგავს ფაქტებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

“საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გამოცემა „17 მაისის“ ჟურნალისტმა ვახტანგ კვარაცხელიამ მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თსუ–ის თვითმმართველობის მომხრე პირებმა მას არ მისცეს ფოტოგადაღების საშუალება, დაემუქრნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი, როგორც ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელ ბარათს არ უბრუნებდნენ. ვახტანგ კვარაცხელიას განმარტებით, იქვე მყოფმა პოლიციელებმა ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს. აღნიშნული შემთხვევები საჭიროებს დაინტერესებას და დროულ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სიტუაციას აბუნდოვანებს ის გარემოებაც, რომ თსუ-ის დაცვის სამსახური და პოლიციის ოფიცრები უარს აცხადებენ ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მუშაობას.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს პროცესებზე დაკვირვებას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s