შალვა საბაური: “მე მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ თითოეული თქვენგანს, ვინც სოლიდარობა გამოგვიხატეთ ამ მძიმე პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი ტალახი გვესროლა და ჩვენ გვერდით დგომა გახადეს სირცხვილი და, როდესაც უსამართლობა გადაიქცა სამართლიანობად. აი, სწორედ ასეთ პირობებში ამდენი ადამიანი რომ ჩვენთან დგახართ, როდესაც ამდენი ადამიანი დადგა იქ, სადაც უჭირს სტუდენტს, უჭირს თვითმმართველობას და გამოხატეთ სოლიდარობა, ეს არის ძალიან დიდი საგმირო საქციელი იმიტომ, რომ აქ დგომა დღეს ბევრისთვის შეიძლება სირცხვილი იყოს, მაგრამ მგონი ჩვენ გვეამაყება.

მე მეამაყება, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს ჭეშმარიტ, სამართლიან პოზიციას და დღეს რა მოვლენებიც ვითარდება უნივერსიტეტში, ის, რომ გაყოფილი არის საზოგადოება ბანაკებად, რომ არავინ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს. ახლა კი არის ამის მცდელობები, მაგრამ როდესაც იყო ამის დრო, ნაცვლად იმისა, რომ ხელმძღვანელი პირისგან მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია, მოხდა პირიქით.

ეს ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში მალავდა ინსტიტუციას, რომელსაც დღეს სხვებთან ერთად ეწინააღმდეგება. ეს პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს. პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს რეალურად. ადამიანები, ვინც რამეს ვაკეთებთ, ყოველთვის უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებლობას, იქნება ეს შეცდომა თუ სწორი საქციელი.

დღეს, სამწუხაროდ და ჩემდა სამწუხაროდ, უნივერსიტეტი, რომელიც იწოდება, რომ არის პირველი დაარსებული უნივერსიტეტი საქართველოში, მისი პირველი პირი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც ჩაშლილია სასწავლო პროცესი, იმ ადამიანებს ვისაც გულწრფელად სურს ლექციებზე მოსვლა და დასწრება, მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო. შეიძლება ამაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, მაგრამ დღეს ასე არის საჭირო.

დღეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ, რომ არაჯანსაღი ცილისწამებების ლოგიკამ გაიმარჯვოს უნივერსიტეტში. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ იმ პოზიციაზე, რომ სამართლიანი, სიმართლის მხარეს მდგომი პოზიცია, სტუდენტური პოზიცია იყოს გამაგრებული და ამას ამაგრებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტობა, არამედ ბევრი სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომლებიც მუდმივად ერთიანები ვიყავით, რომლებსაც კარგად გვესმოდა, რა იყო მეგობრობა, რომელთაც კარგად ვიცით რა არის ლხინში გვერდით დგომა და დღევანდელი ფაქტი მოწმობს, რომ ჩვენ ვიცით ჭირში ერთმანეთის გვერდით დგომა. მართლაც ძალიან ცუდ ჭირში ერთად დგომა.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სახელით მინდა თქვენ ყველას გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა არ ქნას, თქვენ დაგჭირდეთ ჩვენგან იგივე მხარდაჭერა. უბრალოდ, იცოდეთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც დღეს თსუ-შია, მუდმივად, გაასმაგებული ძალებით იდგება თქვენ გვერდით, სადაც დაგჭირდებათ, როგორც დაგჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს იქნება დარწმუნებულები ვართ, სწორი პოზიციისთვის, ეს იქნება სახელმწიფოსთვის და ეს იქნება საქართველოსთვის.

ყველაზე დიდი შეგრძნება რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, არის ის, რომ არ იდგე მარტო იმ რთულ პოზიციებში, რა პოზიციებშიც დღეს ჩვენ ვდგავართ და ეს უნივერსიტეტი არის შესული ჩიხში, არის ძალიან დიდი კრიზისი. ამას აბსოლუტურად ყველა აღიარებს. მედია საშუალებებში აბსოლუტურად ყველა ნიუსი მგონი უკვე ჩვენით იწყება. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვადევნებთ თვალყურს რა პროცესები ჩანს გარედან, იმიტომ, რომ ჩაკეტილები ვართ უნივერსიტეტში, გვიჭირს გამოსვლაც და შესვლაც და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ჩვენ ამას ვგრძნობთ რეალურად, თუმცაღა სხვა გზა აღარ გაგვაჩნია.

ჩვენ გვინდა რომ ბოლომდე ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე, სანამ ძალა, ენერგია, ენერგიის უკანასკნელი წვეთი შეგვრჩენია, მე პირადად ვიდგები ამ ადამიანებთან ერთად. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ასეთ პერიოდში ჩვენ გვერდით დგახართ”. 

თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური თვითმმართველობის სოლიდარობისთვის შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. 16 მარტი. 2016

(“17 მაისი” ტექტს უცვლელად გთავაზობთ)

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s