ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ თარხნიშვილმა გამოცემა “17 მაისს” განუცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი “ქართული ოცნების” მიერ რეალური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ემსახურება.

“პირველი, საქართველოს კანონმდებლობაში ეს პუნქტი ისედაც გაწერილია და ამას არაფერი არ ესაქმება კონსტიტუციაში. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამით ხდება იმ ჯგუფების დღის წესრიგზე გადასვლა, რომლებიც ამ საკითხებს წლების განმავლობაში სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური პროპაგანდისთვის იყენებენ. შესაბამისად, ჩვენს ფრაქციას მიაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა განიხილოს ეს საკითხი და ჩვენი ღრმა რწმენით, ქართული ოცნება ამას იმიტომ აკეთებს, რომ რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საერთოდ არ წამოიწევდა ეს საკითხი. რაც შეეხება სხვას, ფრაქციას ჯერჯერობით არ უმსჯელია ამ საკითხზე. პირადად მე რაც შემეხება, მივიჩნევ, რომ კონსტიტუციაში ამ საკითხის განთავსება არ არის სწორი”, – განუცხადა თარხნიშვილმა “17 მაისს”

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

ცნობისთვის, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s