თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვეს და მას გადაწყვეტილების მისაღებად 1 საათი მისცეს. გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში კი რადიკალური ზომების მიღება დააანონსეს.

“იმ შემთხვევაში, თუ რექტორი არ დატოვებს თანამდებობას, მივმართავთ რადიკალურ ზომებს და და კონკრეტულ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“, – აღნიშნეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა.

თსუ-ის პირველი კორპუსის გვერდზე აუდიტორია 115-ის სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ცნობით მათ აქციას მაღლივი კორპუსის სტუდენტები შეუერთდნენ.

ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს.

“პაპავა გამოვიდა ახლა და თქვა, რომ არ გადავდგებიო. თვითმმართველობის წევრები აპირებენ რადიკალური ზომების მიღებას. სავარაუდოდ, ისევ რექტორის კაბინეტის დაკავებაზე იქნება საუბარი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ 115-ე აუდიტორიასაც ემუქრებოდეს რაიმე საფრთხე”, – აღნიშნა “17 მაისთან” საუბარში ლორთქიფანიძემ.

დამოუკიდებელი სტუდენტების აქციის მონაწილე, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თავიანთი აქციის მონაწილეებს გამიზნულად აწვდიან დეზინფორმაციას, რათა მდგომარეობა დამძიმდეს.

გარდა ამისა, ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერები მობილიზებას იწყებენ.

“როგორც გვითხრეს ისინი მობილიზებას ახლა იწყებენ. ამას ამატებენ, რომ სამართალდამცავებისგან მათ “მწვანე აქვთ მიცემული” და დაპირისპირების შემთხვევაში თუნდაც დააკავონ, მალევე უპრობლემოდ გამოუშვებენ. რაღაც არანორმალური ხდება უნივერსიტეტში”, – წერს ირაკლი კუპრაძე.

თსუ-ში პარალელურად ორი აქცია იმართება. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები რექტორის გადადგომას მოითხოვენ, აუდიტორია 115-ის სტუდენტები კი პირველი კორპუსის გვერდზე მშვიდობიან აქციას მართავენ და სტუდენტებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s