ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ვაშაძე პარლამენტში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების ინიციატივას სამარცხვინოდ აფასებს და “17 მაისთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა ისედაც არეგულირებს.

“პროექტის ინიცირება თითიდან გამოწოვილი თემაა. ეს არის რაღაც პოპულისტური ინიციატივა და მართლაც სამარცხვინოა ამის ინიცირება. არ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. ამ ინიციატივით ხალხის დაპირისპირება უნდათ თუ რა უნდათ, ვერ ვხვდები.

მე მაქვს კითხვა, რატომ პოპულისტობენ და მინდა, რომ ამ კითხვაზე მოვისმინო პასუხი”, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთაუფლებრივ თანასწორობას ემყარება.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s