“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” მთავრობის საპენსიო ინიციატივას ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ, მცდარ და პრინციპულად მიუღებელ ქმედებად მიიჩნევს.

“გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინიციატივის რეალურად წამოწყების შემთხვევაში რეზულტატი იქნება შემდეგი:

“ბიზნესი დაიბეგრება დამატებითი გადასახადით, რაც გამოიწვევს: ბიზნესის ხარჯების ზრდას, საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის შემცირებას, დასაქმებულთა შემოსავლების შემცირებას და ფასების ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გირჩში” ასევე, ამბობენ, რომ გადასახადის გადამხდელი მოსახლეობა, რომელიც ფორმალურ სექტორში ხელშეკრულებით დასაქმებული არ არის, იძულებული გახდება დააფინანსოს საზოგადოების ყველაზე შეძლებული და აქტიური ნაწილის საპენსიო ხარჯები, რაც უსამართლო და ეკონომიკურად გაუმართლებელი მიდგომაა.

“რადგან ინფლაციის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი მთავრობის მონეტარული პოლიტიკაა, პენსიის ინდექსაცია ინფლაციის დონის შესაბამისად, დასაქმებული მოსახლეობის დამატებითი დაბეგვრის შესაძლებლობაა და სხვა არაფერი; ასევე, გაჩნდება მოსახლეობის ფულის მასშტაბური ფლანგვისა და კორუფციული გარიგებების ახალი კერა, რომლის მსგავსიც 90-იანი წლების საქართველოში უკვე არსებობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

​”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” შეფასებით, აღნიშნული საპენსიო ინიციატივა გადასახადების ზრდის ფარული და უსამართლო მექანიზმია.

“საქართველოს კონსტიტუცია ხელისუფლებას ურთულებს გადასახადების საკუთარი სურვილის მიხედვით ზრდას, ამიტომ მთავრობა ამ მიზნის მისაღწევად კონსტიტუციის გვერდის ავლით გზებს ეძებს”.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარძიძკაშვილმა ჟურნალისტებთან დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც ცვლილებებს მომავალი თაობის პენსიონერებისთვის ითვალისწინებს.

შემოდის კერძო დაგროვებითი მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ, როდესაც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან, დამატებით კიდევ 2-2% გადაურიცხონ. ჯამში 6%, გამოვა და თანხა არ დაიბეგრება.

მოქალაქეების დაგროვებით საპენსიო სისტემაში შეტანილი თანხა, მისი გარდაცვალების შემთხვევაში 100%-ით, მემკვიდრეს გადაეცემა. თუმცა, არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც დანაზოგის გარდაცვალებამდე გამოყენებას გულისხმობს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s