“აუდიტორია 115-ის” სტუდენტების მანიფესტი:

“16.03.2016

დღეს, 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები, ასევე პროტესტის სხვა წევრები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას “აუდიტორია #115”, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება.

“აუდიტორია  #115” შექმნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი სტუდენტები და ლექტორები “აუდიტორია115”-დან. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას, თითოეული სტუდენტისა და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით. 

ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში.
ამიტომ, ამ დროისათვის ჩვენი მთავარი, რადიკალური მოთხოვნაა: არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა.

ჩვენი დანარჩენი მოთხოვნები ძალაში რჩება: მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით; საკანონმდებლო ცვლილებები, აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებს.

ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ “ოდეერებისგან“.

“აუდიტორია #115” მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამ მიზნით, უახლოეს დროში, შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება – კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან “აუდიტორია #115”.

#115 აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს.

19 მარტს, 18:00 საათზე, ვბრუნდებით აუდიტორია #115-ში.

თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.

ყველა სტუდენტი და პროფესორი თანასწორია!”

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s