ქალთა უფლებებზე და გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები საქართველოში ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტებს ეხმაურებიან. ისინი ბოლო დროს განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს გმობენ და ამბობენ, რომ დანაშაულის დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

“გვინდა ხაზი გავუსვათ ტენდენციას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელებაში აშკარად ჩანს. კერძოდ,ბოლო დროინდელი მოვლენები ცალსახად მიუთითებს, რომ დარტყმის ობიექტები არიან წარმატებული ქალები, რომლებიც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში პრაქტიკულად ახორციელებენ თანასწორობის ბუნებრივ იდეას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დღეს საფრთხე ემუქრება როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ისე ქალის, როგორც თანასწორუფლებიანი, ძლიერი, პროფესიონალისა აქტიური მოქალაქის იდეას. მათი თქმით, კონკრეტული დამნაშავეები, თავიანთი კრიმინალური ქმედებით, ცდილობენ მოახდინონ ფესვგადგმული სტერეოტიპული როლებით მანიპულაცია, რასაც სწორედ ქალებზე ზეწოლით, ქალის სექსუალობის კონტროლით, პატრიარქალური კულტურის პირობებში ქალის სექსუალური თავისუფლების შეზღუდვით ცდილობენ.

“ეს არის უკიდურესად სასტიკი და ამორალური ქმედება, რომლის მიზანია, არა მხოლოდ კონკრეტული ქალების დისკრედიტაცია, არამედ ზოგადად ქალთა სტატუსის დაკნინება საზოგადოებრივ სივრცეში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციები სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს დანაშაულები. გარდა ამისა, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ შეიმუშაოს და განახორციელოს სტრატეგიული პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება ქალთა თანასწორობის იდეის, როგორც კონსტიტუციური პრინციპის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა და კიბერ-დანაშაულის აღკვეთა-პრევენცია.

განცხადებას ხელს აწერენ: ქალთა ფონდი საქართველოში, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), მიგრაციის სახლი, ფონდი ტასო, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, ლგბტ საქართველო, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), იდენტობა, ქალები რეგიონის განვითარებისთვის (WRD), ქალთა მოძრაობა, ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC),​ ლგბტქი ასოციაცია – თემიდა, ​სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე, ​ჰელფინგ ჰენდი.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s