ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ ძიძკაშვილმა ჟურნალისტებთან დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც ცვლილებებს მომავალი თაობის პენსიონერებისთვის ითვალისწინებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პენსიონერები კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ საპენსიო ასაკს მიაღწიეს. ხოლო, კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე.

შემოდის კერძო დაგროვებითი მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ, როდესაც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან, დამატებით კიდევ 2-2% გადაურიცხონ. ჯამში 6%, გამოვა და თანხა არ დაიბეგრება.

მოქალაქეების დაგროვებით საპენსიო სისტემაში შეტანილი თანხა, მისი გარდაცვალების შემთხვევაში 100%-ით, მემკვიდრეს გადაეცემა. თუმცა, არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც დანაზოგის გარდაცვალებამდე გამოყენებას გულისხმობს.

“აღნიშნული რეფორმა შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ. ამიტომაც, შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში. ანუ, ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად. ანუ, დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად პენსიონერი დაუცველია ინფლაციური მოვლენებისგან და ასე ვთქვათ, არ არსებობს რეალურად ის მეთოდები, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება.

მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა 100%-ით მემკვიდრეს გადაეცემა. ასევე იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომ მოქალაქემ საპენსიო ასაკამდე გამოიტანოს ეს თანხა, რაც მოიცავს დაინვალიდებას, მძიმე დაავადებით დაავადებას. თუმცა, მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი განახორციელოს შენატანი, მეტი დაუგროვდეს და მეტი სარგებელი მიიღოს გრძელვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა ძიძიკაშვილმა.

ძიძკაშვილის განმარტებით, მოდელი სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s