საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიცირების საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესები ლგბტი ადამიანების უფლებებს არღვევს არა მხოლოდ ქორწინების კუთხით, არამედ სოციალური და ეკონომიკური უფლებების კუთხითაც.

“საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მიხედვით “ქორწინება არის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც დამყარებულია მეუღლეთა თანასწორობაზე”. ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვითაც ქორწინება არის საპირისპირო სქესის ადამიანების კავშირი, ზღუდავს ლგბტი ადამიანების უფლებას, იყვნენ ოფიციალურ ურთიერთობაში ერთმანეთთან, დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი. აღნიშნული აკრძალვა პირდაპირ კავშირშია ლგბტი ადამიანების სოციალური და ეკონომიკური უფლებების შეზღუდვასთან. შესაბამისად, მსგავსი ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ლგბტი ადამიანებისადმი დისკრიმინაციულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International-ი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება არღვევს ლგბტი ადამიანების უფლებებს და ეწინააღმდეგება მსოფლიოს მასშტაბით ლგბტი ადამიანებისთვის ქორწინების თანასწორობის შემოღების ტენდენციას.

ცნობისთვის, საქართველოში მომუშავე ლგბტი ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016 წლის 17 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქორწინების დეფინიციის ასეთი სახით დავიწროება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება არ მისცემდა. განცხადებაში ასევე ნახსენები იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობა აქტუალურია და არასახარბიელო უფლებრივი მდგომარეობაა, ლგბტ ორგანიზაციები არასდროს ითხოვდნენ ლგბტ ქორწინების დაკანონებას და აღნიშნული წინადადება ლგბტ თემის მარგინალიზებულმა წევრებმა წამოაყენეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით, საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისია, რომელმაც საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები უნდა წარუდგინოს, 15 წევრით დაკომპლექტდა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s