კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქალაქეებს 19 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებას გააპროტესტებენ.

“გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა: პირველი, ეს არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მეორე, იმ კანონმდებლობის შეცვლა, რაც დღეს ხდება და სამართალდამცველებს აქვთ უფლება კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს და მესამე – დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, აქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ თელავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” იურიდიული კონსულტანტის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქციაში ცნობილი სახეები ჩაერთვებიან – მომღერლები, მსახიობები და ა.შ.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელმა, ნიკა ჯეირანაშვილმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s