ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” აქციას მართავს და პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხის განხილვას აპროტესტებს.

აქციას ლგბტ უფლებების აქტივისტებიც უერთდებიან.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით – “მეტი მტერი ვერ იპოვე? რუსეთი 20 კილომეტრშია”, “პარლამენტო, გულთგონთხართა?” შეეშვით პოპულიზმს”, “რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ “შარვალ-კოსტუმი“? “რეალურ პრობლემებს მიხედეთ!” “ჩვენს ხარჯზე გინდა მოიგო არჩევნები?” “შეეშვით ლგბტ თემის დემონიზებას​​“.

ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირონ, მოახდინონ ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და საკუთარ ენერგია და დრო ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ.

“იდენტობას” საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, სოფო გელავა “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული საკითხით სპეკულირება წინასაარჩევნოდ კონკრეტული ჯგუფების გულის მოგებას, ლგბტ თემის დემონიზებას და კიდევ უფრო გაუცხოებას ემსახურება.

“მაშინ, როდესაც რეალური მტერი ოც კილომეტრშია და დღითიდღე წევს საოკუპაციო ზოლს, პოლიტიკოსები მტერს ლგბტ თემში ხედავენ.

ლგბტ თემის წევრებისა და ორგანიზაციების მხრიდან თანასწორი ქორწინების საკითხი არასდროს ყოფილა დღის წესრიგში, რადგან ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის ფონზე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ლგბტ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვაა”, – ამბობს გელავა.

სოფო გელავას თქმით, ამ საკითხის ირგვლივ აუცილებლად გაგრძელდება კამპანიები.

“იდენტობა გეგმავს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ფრაქციების წარმომადგენლებთან. ასევე, გავაქტიურდებით საერთაშორისო დონეზეც და საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად უკან დგამს ნაბიჯებს”, – ამბობს გელავა “17 მაისთან” საუბარში.

​ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

აქციაააქცია

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s