ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კანდელაკი “17 მაისთან” საუბარში პარლამენტში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ საკითხის ხელოვნურად წამოწევა არის, ერთის მხრივ, რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია, თითქოს ვიღაც თავს გვახვევს რამე სხვას, როცა ეს ასე არ არის.

“ის ფაქტი, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა, სამოქალაქო კოდექსში წერია, ამ ნორმის შეცვლას არავინ არავის არ სთხოვს. ამ საკითხის ხელოვნურად წამოწევა არის, ერთის მხრივ, რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია, რომ თითქოს ვიღაც თავს გვახვევს რამე სხვას, როცა ეს ასე არ არის. თითქოს, საქართველოს ემუქრება მისივე მოქალაქე უმცირესობები და ამ მითოლოგიაში ოკუპანტი ქვეყანა, ვინც ხალხი დაგვიხოცა და სახლებიდან გამოყარა, არა საფრთხე არამედ მოკავშირეა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ემსახურება ყურადღების გადატანას იმ მწვავე პრობლემებიდან, რაც ქვეყნის წინაშე დგას – ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომ არ შესრულდა დაპირებები, რომ ადამიანები იღუპებიან კრიმინალის ზრდის გამო და რომ უმცირესობებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფო ვერ ან არ იცავს მათ. საკითხს ცივი გონებით უნდა მივუდგეთ და ქვეყნის ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ”, – განუცხადა კანდელაკმა “17 მაისს”.

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s