დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კავშირის “ჩვენი ბავშვები” ორგანიზებით ტარდება კონფერენცია “დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში”. კონფერენციაზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემა, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს საქართველოში გააჩნიათ.

ორგანიზაცია, “ხელმისაწვდომი გარემო ყველას” წარმომადგენელმა, მამუკა მაჭავარიანმა საქართველოს სამოქმედო გეგმა გაეროს შშმ პირთა კონვენციასთან შესაბამისობაში განიხილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია, კონსტიტუციის შემდეგ, იერარქიულობით ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტია, საქართველოს სამოქმედო გეგმაში არ არის კონვენციის რიგი მოთხოვნები და რეკომენდაციები.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ “ფაქტობრივად, კონვენციის რატიფიცირება მოხდა კონვენციისთვის და სახელწიფო მის მიხედვით არაფერს აკეთებს”.

მამუკა მაჭავარიანი თავის მოხსენებაში ხაზს უსვამს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს კონვენციის სტანდარტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას.

“ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურად ცდილობს პროგრამებში მნიშვნელოვანი კომპონენტები შეიტანოს, მაგრამ, მიუხედავად ამდენი მცდელობისა და შრომისა, ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ პროგრამებში აბსოლუტურად არცერთი სიტყვა და მოსაზრება ირიბადაც კი არ არის გათვალისწინებული”, – აღნიშნავს მამუკა მაჭავარიანი.

ორგანიზაცია “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წარმომადგენელი მოხსენებაში ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები ქვეყნის მთელ ტერიტორიას არ ფარავს და მოიცავს მხოლოდ მსხვილ ქალაქებს – თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და ლაგოდეხის მცირე ნაწილს.

“კონვენციის მიხედვით, მისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო პროგრამის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან მხოლოდ ზემოთ ხსენებულ ქალაქებში არ არიან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, კონვენციის ეს მოთხოვნაც არ არის გათვალისწინებული”.

მამუკა მაჭავარიანი სახელმწიფო სამოქმედო გეგმების სრულად შესრულების პრობლემაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ 2014-2016 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო სოციალურ მოდელზე გადასვლა და ამის ფარგლებში, ერთ-ერთ რეგიონში მისი პილოტირება. თუმცა, ჯერჯერობით არცერთ რეგიონში პილოტირება არ დაწყებულა და არც სახელმწიფო ბიუჯეტში არ ყოფილა ამ საკითხისთვის შესაბამისი თანხა გამოყოფილი.

“2016 წელი არ დასრულებულა, მაგრამ 2016-2017 წლის სამოქმედო გეგმაზე რომ მიდიოდა მუშაობა, იქაც ასევე გათვალისწინებული არის მხოლოდ და მხოლოდ პილოტირება და შესაბამისად, არა მთლიანად დანერგვა. მაგრამ, რომ მოხდეს პილოტირებაც და რომ მოხდეს სოციალურ მოდელზე გადასასვლელად გარკვეული ეტაპების გავლა, ეს უნდა იყოს ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში. სამწუხაროდ, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არცერთი პუნქტი, არცერთი თეთრი არ არის გამოყოფილი სოციალურ მოდელზე გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მოდელზე გადასვლა არის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროსთვის”, – აღნიშნა მამუკა მაჭავარიანმა.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. იგი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s