საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით, საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისია, რომელმაც საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები უნდა წარუდგინოს, 15 წევრით დაკომპლექტდა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს.

კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მანანა კობახიძე (კომისიის თავმჯდომარე), გუბაზ სანიკიძე, გია ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვაჟა აზარაშვილი,მერაბ თავაძე და ნანა ჭიღლაძე. 

“არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული თემით პოლიტიკური დივიდენდების მიღება, ხელოვნური დაპირისპირების შექმნა შეიძლება. ეს ყველას დააზიანებს და დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არ არის თემა, რომელზეც დივიდენდების დაგროვება შეიძლება – ეროვნულობის თუ ცრუეროვნულობის” – განაცხადა გია ვოსლკიმ

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთაუფლებრივ თანასწორობას ემყარება.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s