საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან “იდენტობის” მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა ნაწილობრივ მისაღებია.

კორძაიამ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების საკითხზე ცვლილების პროექტისთვის ხელი არ მოუწერია.

“ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად მათი მოსაზრების გამოხატვაა და სრულად მისაღებია. ნაწილობრივ, მეც ვიზიარებ ამას. მნიშვნელოვანია ის, რომ პარტია “რესპუბლიკელებმა” გააკეთეს თავისი განცხადება და მე პირადად ხელი არ მომიწერია ამ ინიციატივაზე, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ცვლილება ნამდვილად არ სჭირდება”, – განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” აქციას მართავს და პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხის განხილვას აპროტესტებს.

აქციას ლგბტ უფლებების აქტივისტებიც უერთდებიან.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით – “მეტი მტერი ვერ იპოვე? რუსეთი 20 კილომეტრშია”, “პარლამენტო, გულთგონთხართა?” შეეშვით პოპულიზმს”, “რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ “შარვალ-კოსტუმი“? “რეალურ პრობლემებს მიხედეთ!” “ჩვენს ხარჯზე გინდა მოიგო არჩევნები?” “შეეშვით ლგბტ თემის დემონიზებას​​“.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s