საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში “იდენტობას” მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ “დროშების ქნევას და რაღაცების გამოფენას არ მივესალმები”.

“რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის. მართალი გითხრათ, ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა. კანონიც მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული და არაფერს არ ვუშავებთ მათ. ვიცავთ კიდევაც მათ უფლებებს. მაგრამ ახლა დემონსტრაციულად დროშების ქნევას და თავიანთი რაღაცების გამოფენას ნამდვილად არ მივესალმები ჩემს მშობლიურ ქალაქში”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.  

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” აქცია გამართა და პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გააპროტესტა.

აქციას ლგბტ უფლებების აქტივისტებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეებს დროშა არ გაუშლიათ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით – “მეტი მტერი ვერ იპოვე? რუსეთი 20 კილომეტრშია”, “პარლამენტო, გულთგონთხართა?” შეეშვით პოპულიზმს”, “რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ “შარვალ-კოსტუმი“? “რეალურ პრობლემებს მიხედეთ!” “ჩვენს ხარჯზე გინდა მოიგო არჩევნები?” “შეეშვით ლგბტ თემის დემონიზებას​​“.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s