საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით, პარლამენტს საორგანიზაციო კომისიის შექმნის მოთხოვნა წარუდგინეს.

პარლამენტის დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 11 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

მანანა კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);

გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

გიგა ბუკია – ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე;

გოჩა ენუქიძე – ფრაქციის “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის” თავმჯდომარე;

კახა ოქრიაშვილი – ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების” თავმჯდომარე;

გოგი თოფაძე – ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე;

ირაკლი ჩიქოვანი – ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე;

გიორგი გაჩეჩილაძე – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;

ვაჟა აზარაშვილი –

მერაბ თავაძე –

ნანა ჭიღლაძე – კომპოზიტორი; საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი.

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s