“ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმ ჯგუფსაც, რომელზეც თქვენ საუბრობთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი “იდენტობას” მიერ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციას.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ხალხის დროებით წარმომადგენლები, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას გამოვხატავთ იმით, რომ ტრადიციულ ქართულ ღირებულებებს დავიცავთ და კონსტიტუციაში გავაჩენთ იმ ჩანაწერს, რაც ასევე ცნობილია ჩვენი სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” აქცია გამართა და პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გააპროტესტა.

აქციას ლგბტ უფლებების აქტივისტებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით – “მეტი მტერი ვერ იპოვე? რუსეთი 20 კილომეტრშია”, “პარლამენტო, გულთგონთხართა?” შეეშვით პოპულიზმს”, “რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ “შარვალ-კოსტუმი“? “რეალურ პრობლემებს მიხედეთ!” “ჩვენს ხარჯზე გინდა მოიგო არჩევნები?” “შეეშვით ლგბტ თემის დემონიზებას​​“.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s