საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, “კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ კაცმა ბებიას არ უნდა სცემოს”.

აღნიშნული განცხადება წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

წიკლაურმა სახელისუფლებო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადების გამო გააკრიტიკა და განმარტა, რომ ყველასთვის ცხადია და არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს იმას, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

“არის თუ არა ამ დარბაზში ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, სოციალური ერთობაა?! ამ დარბაზის მიღმა არსებობენ თუ არა ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ამას ეჭვქვეშ აყენებენ?! თვით უმრავლესობის წარმომადგენელმაც კი ბრძანა, რომ 99% და კიდევ მეტი არის გამზიარებელი იმისა, რაზეც ვსაუბრობთ. მაშ, რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში?! ჩემდა სამწუხაროდ, ამის ერთადერთი მოტივი ძალიან მდაბიო პოლიტიკური მოტივია – მე მაინტერესებს, როგორ დაკნინდა, როგორ დადგა დაცემის გზაზე საქართველოს პარლამენტი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის ამ სრულიად ცხად საკითხს პოლიტიკური, საზოგადოებრივი აჟიოტაჟის საგნად ხდის”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა. შესაბამისი დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s