მრგვალ ბაღში 19 მარტს, “დედამიწის საათის” აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ცნობით, “მრგვალ ბაღში” ჯგუფის The Wisky კონცერტი და “ჩრდილების თეატრის” წარმოდგენა შედგება.

საქართველო “დედამიწის საათს” უკვე მერვედ უერთდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და WWF კავკასიის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

“დედამიწის საათის” დროს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას პლანეტის მიმართ.

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედამიწის საათთან დაკავშირებით 20:30 საათზე სამთავრობო შენობებში, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებსა და ისტორიული ნაგებობების ფასადებზე გარე განათებები გამოირთვება.

“დედამიწის საათი” ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობაა. ეს არის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღია კამპანია, რომელიც “დედამიწის საათი” ერთ ქალაქში ჩატარებული სიმბოლური ღონისძიებიდან მსოფლიოს უმსხვილეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. 2014 წელს “დედამიწის საათში” ჩაებნენ მოქალაქეები, საწარმოები და ორგანიზაციები 7 000-ზე მეტ ქალაქში, 162 ქვეყანასა და ათასობით სხვადასხვა რეგიონში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s