“უკონტროლო მოსმენები დაკანონდა“, “ისმინეთ ჩვენი ხმა“, “ნუ გვისმენთ“ – ამ სახელწოდებით თბილისში აქცია გაიმართა. აქცია  კამპანია  “ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში ჩატარდა. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ და ფარული  მოსმენები  გააპროტესტეს. ფილარმონიიდან მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით დაიწყო. მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე ავტომობილით მოძრაობა შეფერხდა.

აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობაა, რომლებიც ფარული მიყურადების მსხვერპლნი გახდნენ.

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წევრმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მათვის მიუღებელია სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროვება, რადგან საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. გიგაური ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმის სასწრაფო გამოძიებისკენ შესაბამის უწყებებს მოუწოდებს.

“ამ აქციით გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს  სხვა ადამიანების პირადი ცხორება. ჩვენ  გვადარდებს მხოლოდ ის, რომ შეიძლება მოგვისმინოს მთავრობამ უკანონოდ. ჩვენ ნამდვილად არ გვეხება სხვისი პირადი ცხოვრება,” – განმარტა გიგაურმა.

აქციას ჟურნალისტი  ინგა გრიგოლია შეუერთდა, მისი თქმით დაუშვებელია პირადი  ცხოვრების კადრების გვრცელება.

“ვაპროტესტებთ იმ საგიჟეთს,  რა  საგიჟეთშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა.  ბოლო დროის განმავლობაში  უკვე  ერთი კვირა გავიდა, რაც დაიწყო პირადი ცხოვრების გასაჯაროვება, მუქარა, შანტაჟი, რომ თუ ქვეყანას არ დავტოვებთ ვიღაც ადამიანები გაასაჯაროვებენ ჩვენს პირად  ცხოვრებას.  მე ვამბობ, რომ არ მეშინია, გაასაჯაროვონ,  დღეს ვარ უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი ვიდრე ვყოფილვარ  ჩემი ცხოვრების გასული 45 წლის განმავლობაში,“-აღნიშნა გრიგოლიამ.

1797579_1255539864474757_2989421805210937304_n 1017142_1255539861141424_8386045736181064705_n 1202_1255539871141423_7361852528442954054_n 936631_1255539874474756_6900483163692057041_n

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s