თბილისში, 27 თებერვალს, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალის ცემაში მონაწილე პირი დადგენილია. ამის შესახებ “17მაისს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მათივე თქმით, რამდენიმე დღეში დადგინდება ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგადაც შეფასდება დაზიანების ხარისხი.

“პირი დადგენილია, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ცემაში მონაწილეობდა, ასევე სამართალდამცავებმა ის გამოკითხეს. ექსპერტიზა შეაფასებს დაზიანებების ხარისხს და მის შემდეგ გადაწყვეტენ სამართალდამცავები დააკავებენ, თუ არა”, – განმარტეს შსს-ში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ ცემეს, როცა ის ქალის ფეხსაცმელს ყიდულობდა. მას უცნობმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტრანსგენდერი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მან სამი დღე გაატარა. ქალს დარტყმისგან ცხვირის ძვლები გაუტყდა და ოპერაცია გაუკეთეს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s