დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა, მათმა მშობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მათ ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მსვლელობა გამართეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1990 წელს დააწესა და მას შემდეგ ყოველ 21 მარტს აღინიშნება. საქართველოში კი მისი აღნიშვნა 5 წლის წინ დაიწყო.

2016 წელს დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია სლოგანით “ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა” მიმდინარეობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოჩა გაბოძე ამბობს, რომ 21 მარტის წლევანდელი მესიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“მესიჯი “ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა” არის მეგობრების და მათი როლის შესახებ. მეგობრები და გარემოცვა არის მნიშვნელოვანი ხიდი სრული ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პროცესში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიისა და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის. ვთვლი, რომ წლევანდელი მესიჯი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი”. 

კავშირი “ჩვენი ბავშვების” წევრის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, ლია ტაბატაძის თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების დამოკიდებულება პოზიტიურად შეცვლილია და პრობლემები უმეტესად სახელმწიფოსთან აქვთ.

“ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა პოზიტივისკენ. მინდა, ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ღიაობა და გახსნილობა გამოხატეს. საზოგადოება რომ მზად არ ყოფილიყო ამ ყველაფრის მისაღებად, ალბათ, ჩვენი მცდელობა წყალში ჩაიყრებოდა

პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა თავიანთი სამეტყველო ენა უნდა გააკონტროლონ, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ეს აღარ ხდება. პრობლემები უფრო სახელმწიფოს მხრიდან მოდის. 

განათლების სამინისტროსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, მათთან არ გვქონია პრობლემა, ჩვენ ერთად ვეძებთ გამოსავალ გზებს. ჯანდაცვის სამინისტრო უფრო შეუვალია, უფრო რთულია მათთან კომუნიკაცია, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული მზაობა მათი მხრიდანაც არის და თანამშრომლობას შევძლებთ”. 

down26 down18 down19 down21 down25 down23 down17 down16 down15 down13 down12 down11 down9 down2

IMG_7653

down24down6down selfieIMG_7733

down32 down31down29

down28 down27

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s