დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პანტომიმის სახელმწიფო თეატრის და საქართველოში პლასტიკოს საერთაშორისო ცენტრის თანამონაწილეობით საქველმოქმედო ღონისძიება “მე და ჩემი მეგობარი” გაიმართა.

ღონისძიებაზე, განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათთვის სრულფასოვანი განათლების მიწოდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ პროცესები თანდათან ვითარდება.

“მოვაწყვეთ აქცია, რომელსაც ჰქვია “მე და ჩემი მეგობრები”. ჩვენთან არის პანტომიმის თეატრის მსახიობები, რომლებიც ბავშვებს დღევანდელ დღეს გაუხალისებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში მზარდია რაოდენობა იმ მოსწავლეებისა, რომელთაც სჭირდებათ სპეციალური საგანმანათლებლო პირობები. დღეს უკვე არის ყველანაირი საშუალება და რესურსები, სპეციალურად მომზადებული პედაგოგები, რომლებიც ამ ბავშვებს მოემსახურებიან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი სრულად იყვნენ ინტეგრირებული საზოგადოებაში, ამიტომაც ის ინტეგრირებული კლასები საჯარო სკოლებში ძალიან გვეხმარება, რომ ისინი დავამეგობროთ სხვა ბავშვებთან, ჩავრთოთ სხვადასხვა პროცესებში. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესი და ვითარდება. კარგი არის, რომ გვყავს უკვე შესაბამისად მომზადებული პედაგოგები, რომლებიც სქემაში ჩაერთვებიან და მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ პროფესიულად განვითარდნენ და უფრო კარგი მომსახურება მიაწოდონ ამ ბავშვებს,” – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, უზრუნველყონ შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისთვის, რათა მათ თანატოლებთან ერთად მიიღონ შესაბამისი განათლება და სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირებულნი იყვნენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s