არასამთავრობო ორგანიზაციებმა “მედიის განვითარების ფონდი” (MDF), კავშირი “საფარი”, “იდენტობა”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 9 მარტს საჩივრით “პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს და ტელეკომპანიის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის შესწავლა მოითხოვეს.

საჩივრის ავტორთა აზრით, “პალიტრა ნიუსის” გადაცემამ “ფალავანდიშვილთან” დეზინფორმაციის გავრცელებით, სტერეოტიპებისა და ნეგატიური წინასწარგანწყობების დამკვიდრებით, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებებით წაახალისა ლგბტ ადამიანების მიმართ ნეგატიური და აგრესიული დამოკიდებულება.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ ამით უხეშად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები, ასევე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნები.

“გადაცემაში წამყვანმა გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა ლგბტ პირთა დისკრიმინაციისთვის. ასევე, დისკრიმინაციული ლექსიკა ლგბტ ჯგუფების მიმართ. მაგალითად, წამყვანმა გადაცემის გახსნისთანავე აღნიშნა, რომ: “21 თებერვალს დაიგეგმა იდენტობის მიერ უნივერსიტეტში კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ლგბტ მიმღებლობას ახალგაზრდებში, პროპაგანდას და მოიწვიეს გურიიდან, აჭარიდან თავიანთი აქტივისტები, დაკავებული ხალხი ამ გარყვნილებით – ჰომოსექსუალიზმით და აპირებდნენ ჩატარებას ლექციის…” 

არასამთავრობოები ამბობენ, რომ გადაცემაში მოწვეული სტუმრები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური განცხადებებით და ყველა მათგანი წარმოადგენდა ერთ პოზიციას.

“საგანი “მე და საზოგადოება” წარმოჩენილი იყო, როგორც “უზნეობის პროპაგანდა”. გადაცემაში არ ყოფილა მცდელობა, წარმოჩენილი ყოფილიყო განსხვავებული აზრი. მაგალითად, განათლების სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დამცველების და დისკრიმინაციის სამიზნე ჯგუფის – ლგბტ პირთა მოსაზრებები და არგუმენტები.  

წამყვანმა მიზანმიმართულად სცადა საზოგადოებისთვის ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება, მაგალითად, გადაცემის მანძილზე განიხილავდა წიგნების “კომპასი” და “კომპასიტო” სწავლებას სკოლებში, როგორც გარდაუვალ შესაძლებლობას, რათა გაემძაფრებინა დისკრიმინაციული ეფექტი, რომელიც ლგბტ პირთა მიმართ გადაცემის დაწყებისთანავე გამოიკვეთა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანიამ ამ გადაცემით დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31, 32, 33.2, 33.3, 33.4, 13.1 და 31.2 მუხლები. კერძოდ, ჯეროვანი სიზუსტის, მიუკერძოებლობის, სამართლიანი მოპყრობის, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპები.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s