საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით, “იდენტობას” იურისტი, მარი გელაშვილი აღნიშნავს, რომ ზოგადად, რელიგიური ლიდერები ცდილობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე გავლენა მოახდინონ და ამის არაერთი მცდელობაც ჰქონიათ.

იურისტის თქმით, პატრიარქი თავის კომეპეტენციას სცდება. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და აზრი, თუნდაც კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ისეთი ავტორიტეტული პიროვნების განცხადება, როგორც პატრიარქია, შესაძლოა, გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს ეროვნული კანონმდებლობისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ განცხადების შინაარსი, რომ უვადო პატიმრობა გაუქმდეს, არ არის არასამართლებრივი და შესაძლოა, არც იყოს ცუდი ინიციატივა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ საეკლესიო ლიდერი უკვე მერამდენედ ასეთი სამართლებრივი ცვლილებების განმახორციელებლად მოიაზრებს თავს, მიუთითებს იმას, რომ მას უფრო მეტი ძალაუფლება უნდა, ვიდრე რეალურად აქვს. ის სცდება თავის ჩარჩოებსა და კომპეტენციას და იჭრება საერო საკითხებშიც”, – აღნიშნავს მარი გელაშვილი.

იურისტი “17 მაისთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პატრიარქს შესაძლოა არ აქვს სრული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რადგან უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, პატიმარს აქვს შანსი, რომ მან კვლავ მოიპოვოს თავისუფლება.

“აღსანიშნავია, რომ თავისუფლების უვადო აღკვეთა ვრცელდება არა ყველაზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში უმტკიცდებათ ბრალი. ასევე, პატრიარქის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უვადო პატიმარი უიმედოდ რჩება და არასდროს არ იქნება გამოსავალი და რაც არ უნდა კარგად იცხოვროს, თავისუფლებას ვეღარასდროს მოიპოვებს, არის არასწორი. ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ რელიგიურმა ლიდერებმა შესაძლოა, კარგად არ იციან კანონმდებლობა. რეალურად, სისხლის სამართლის კოდექსში ჩადებულია ისიც, რომ თუ ადამიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მან მოიხადა 20 წელი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აქვს ეროვნული საბჭო, რომელიც სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს ამ პიროვნების გათავისუფლება/პატიმრობაში დარჩენის საკითხს. ანუ, უვადო თავისუფლება აღკვეთილ ადამიანს აქვს შანსი, რომ იგი გაათავისუფლონ”, – განაცხადა მარი გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 20 მარტს, საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერი არ არის ფიზიკურ სამყაროში. უვადო მხოლოდ ღმერთია. ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე. შესაძლებელია, რომ პატიმრობა უვადო კი არ იყოს, არამედ რაღაც გარკვეული ვადა ჰქონდეს, რომ იმედი მიეცეს მას, რომ ოდესმე გამოვა”, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის აღნიშნულ ინიციატივას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ რელიგიური ლიდერისგან მსგავსი ინიციატივები სეკულარიზმისთვის საფრთხის შემცველია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s