დღეს, ბრიუსელის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. რამდენიმე წუთში აფეთქება ბრიუსელის მეტროშიც განმეორდა. მთლიანობაში ამ ეტაპზე დაღუპულთა რიცხვი 25-ს აღწევს, დაახლოებით 35 ადამიანი კი დაშავებულია.

არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბრიუსელის კრიზისული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, “დარჩეს იქ, სადაც არის”, ასევე, არ დარეკოს განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე და მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სოციალური მედია გამოიყენოს.

გაუქმდა ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში დაგეგმილი შეხვედრა.

ბრიუსელში არსებული ვითარება ტერორიზმის საფთხის უმაღლეს, მე-4 დონედ შეფასდა.

ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები გაითვალისწინონ.

ბრიუსელი

CeJLCetWIAIMWzH

ფოტო: twitter

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s