დღეს, საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების 2014-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს გენდერული თანასწორობის კუთხით დიდი პროგრესი აქვს. მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდა არასრულწლოვანი პირების ქორწინება, მოხდა იძულებითი ქორწინების კრიმინალიზება. საკანონმდებლო დონეზე პირველი მოსმენით არის მიღებული კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას ეხება.

მანანა კობახიძემ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე და ამ მხრივ განხორციელებულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობის აკრძალვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან, თვითონ თვითმმართველობის ორგანოები ასევე ერთვებიან ძალადობის მსხვერპლების რეაბილიტაციის საკითხებში და გარკვეული ვალდებულებები თვითონ თვითმმართველ ორგანოებსაც განესაზღვრებათ იმ ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი მისცემს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ კვოტირების სისტემის დანერგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვოტირების სისტემის დანერგა სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა და აღნიშნავს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ცალკეული პარტიები წინასაარჩევნოდ გეგმავენ შიდაპარტიული კვოტირების დანერგვას, თუმცა კოალიციაში აღნიშნულ საკითხზე კონსესუსი ჯერჯერობით არ არსებობს.

“კოალიციის ცალკეული პარტიები პოლიტიკურ განაცხადს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შიდაპარტიულ კვოტას დაიცავენ და ეს საკითხები არის ძალიან აქტუალური თითოეული პარტიის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მომავალ პარლამენტში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა იქნება ბევრად უფრო უკეთესი და გაზრდილი, ვიდრე დღეს”, – აღნიშნა კობახიძემ.

დღევანდელი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი, შომბი შარპა.

“ძალზედ მოხარულები ვართ, რომ გენდერული თანასწორობა პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობისთვის. შეინიშნება საკმაოდ დიდი პროგრესი ახალი კანონებისა და რეგულაციების კუთხით და აგრეთვე, მთავრობას, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დადგა დრომ, რომ შემოვიყვანოთ უფრო მეტი ქალი პოლიტიკასა და ბიზნესში და მივანიჭოთ მათ თანაბარი სამუშაო პირობები და ანაზღაურება”, – აღნიშნა შომბი შარპმა.

2014 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2014-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. გეგმის ერთწლიანი ანგარიში მოიცავს 2015 წელს გატარებულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრების ყველა ასპექტში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s