საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

მეჭიაურის თქმით, ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებში მუშაობა აქტიურად მიდის.

“დავფიქრდეთ ვინ უნდა შევიდეს ამ კომისიაში, არანაკლებ ნახევრისა, თუ მეტი არა, უნდა იყოს ახლანდელი ოპოზიცია, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილზე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი თუ ჩართული არა, მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩანაწერებთან, მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მეორე მხრივ, უნდა შევიდეს ნახევარზე ნაკლები უმრავლესობა, ამ უმრავლესობიდან ზოგიერთზე არსებობს ეჭვი, რომ გააჩნიათ ჩანაწერები. ეს კომისია უნდა შევქმნათ იმ ხალხისგან ერთი, რომელიც მინიმუმ თანაუგრძნობდა ამ ჩანაწერებს, მეორე, იმ ხალხით, რომელზეც ეს კომპრომატები გააჩნიათ. რამდენად ობიექტური იქნება ასე შექმნილი კომისია? მე მიმაჩნია, რომ გაცილებით ობიექტური იქნება გამოძიება იქ, სადაც მიმდინარეობს”, – განაცხადა მეჭიაურმა. 

გარდა ამისა, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოტივი არ არსებობის იმისა, რომ პროკურატურას უნდობლობა გამოვუცხადოთ.

“არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გამოძიება დაიწყო და უკვე ჰყავს რამდენიმე ეჭვმიტანილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, მგონია, უნდა დაველოდოთ დასრულებას და თუ მერე მართლა იქნება გონივრული ეჭვი, არ არის გამორიცხული, რომ შეიქმნას კიდეც ასეთი კომისია. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიიღებს შოუს ხასიათს, რომელიც უფრო გადაფარავს და უფრო ააცდენს გზას გამოძიებას”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s