22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა. ის გაეროს ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება.

წყალი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ზოგადად დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. ადამიანის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება. ასევე წყლით არის დაფარული დედამიწის 71%.

თუმცა, წყლის 97%-ზე მეტი მლაშე წყალია და მხოლოდ დაახლოებით 3% არის მტკნარი წყალი. მისი მარაგი კი დროთა განმავლობაში იკლებს.

გაეროს წყლის ორგანიზაციის ინფორმაციით, 1990-დან 2015 წლის ჩათვლით 2.6-მა მილიარდმა ადამიანმა წყალზე წვდომა გაიუმჯობესა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით 2.4 მილიარდ ადამიანს კვლავ აქვთ სანიტარული გამოწვევები. 663 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება სუფთა წყალი და მას გაუფილტრავად, მდინარეებიდან ან ჭებიდან იღებენ, რაც, თავის მხრივ, დაავადებების გავრცელების მიზეზი ხდება.

მსოფლიოში ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებებია. 5-დან 1 ბავშვი სწორედ ამ მიზეზით იღუპება.

გაეროს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ყველას უნდა ჰქონდეს. ასევე, მსოფლიოში მოგვარებული იყოს ჰიგიენისა და ღია დეფეკაციის პრობლემა, რაც განსაკუთრებულ პრობლემას გოგონებსა და ქალებს უქმნის.

ასევე, გაეროს გეგმით, 2030 წლისთვის წყლის რესურსების მენეჯმენტი ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ტრანსნაციონალურ დონეზეც. 2020 წლისთვის კი წყლის ეკოსისტემების აღდგენა უნდა მოხდეს: მდინარეების, ტბების, წყაროების და ჭაობების.

world-water-dayworld-water-day-2016 (7)world-water-day-2016 (6)world-water-day-2016 (5)world-water-day-2016 (4)world-water-day-2016 (3)world-water-day-2016 (2)world-water-day-2016 (1)world-water-day-2015world-water-day-2015 (2)world-water-day-2015 (1)

წყარო

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s