ე.წ გარდაქმნის თერაპია (Conversion therapy) ლგბტ ადამიანების “მკურნალობის” მეთოდია და მიზნად მათ ჰეტეროსექსუალებად ქცევას ისახავს. ეს პრაქტიკა ფროიდის მოღვაწეობის ადრეული პერიოდიდან მოდის, იმ დროიდან, როცა ჰომოსექსუალობა პათოლოგიად იყო მიჩნეული.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა მენტალური დარღვევების სიიდან 1973 წელს ამოიღო, “გარდაქმნის თერაპია” კი მავნედ და პოტენციურად მომაკვდინებლად მიიჩნია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან 1990 წლის 17 მაისს წაშალა.

აშშ-ში ლგბტ ქორწინების დაკანონებისა და გეი ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისთვის წარმატებული ბრძოლის მიუხედავად, გარდაქმნის თერაპია კვლავ პრობლემაა და ამ პრაქტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მიმართავენ.

რამდენიმე დღის წინ ფსიქიატრთა ყველაზე მსხვილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ WPA ე.წ გარდაქმნის თერაპია დაგმო და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდა.

ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადება სამშაბათს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “გარდაქმნის თერაპია” არამეცნიერული, არაეთიკური და მავნებელია.

“არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შესაძლებელია.

გარდა ამისა, ჰომოსექსუალობის ე.წ მკურნალობას შეუძლია შექმნას ცრურწმენებითა და დისკრიმინაციით სავსე გარემო. მტკიცება იმისა, რომ ეს “მკურნალობა” კარგია, აბსოლუტურად არაეთიკურია”, – ნათქვამია განცხადებაში.

დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ფსიქიატრიულმა ორგანიზაციებმა დაგმეს გარდაქმნის თერაპია, თუმცა WPA  118 ქვეყნიდან 200 ათასზე მეტ ფსიქიატრს აერთიანებს. ბევრ მათგანში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, ზოგიერთ მათგანში კი მის “განკურნებასაც” ცდილობენ.

WPA-ის განცხადება, რომელიც შესაძლოა ორგანიზაციის ბევრი წევრის მხრიდან საკამათოდაც კი იყოს მიჩნეული, ამბობს:

“ჰომოსექსუალობა არ გულისხმობს ფსიქოლოგიურ დისფუნქციას ან გადაწყვეტილების მიღების, სტაბილურობის ან პროფესიული შესაძლებლობის გაუარესებას. WPA აცნობიერებს მეცნიერული ანალიზის ნაკლებობას სექსუალური ორიენტაციის “მკურნალობის” საკითხში და ხაზს უსვამს ამ “თერაპიის” საზიანო ეფექტებს.

WPA მხარს უჭერს ჰომოსექსუალური ორიენტაციისა და ქცევის, ასევე ტრანსგენდერული იდენტობის დეკრიმინალიზაციას და ლგბტ უფლებების აღიარებას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა მსგავსად.

ორგანიზაცია ასევე მხარს უჭერს ანტიბულინგურ კანონმდებლობას, სტუდენტების დისკრიმინაციის აღმოფხვრას, იმიგრაციის თანასწორობას, ასევე კანონის მიღებას, რომელიც გაზრდის სასჯელს  ლგბტ მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

ფსიქიატრებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, აღმოფხვრას სოციალური უთანასწორობა ყველა ადამიანისთვის, მათ შორის უთანასწორობა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s