ერთ დღესაც ეს ბავშვი გაიზრდება. ერთ დღესაც ეს ბავშვი გაიგებს რაღაცას, რაც იწვევს გარიყულობის ისეთ ძლიერ შეგრძნებას, რომელიც დედამიწის ღერძიდან ამოძრობის ტოლფასია. ერთ დღეს ეს ბავშვი მიაღწევს წერტილს, როდესაც იგრძნობს რომ საზოგადოების არსებული იერარქიული დაყოფა არ არის სამართლიანი და ერთადერთი ჭეშმარიტი მოცემულობა.

ერთ დღესაც ეს ბავშვი იგრძნობს რაღაც ალიაქოთს მის გულში, ყელსა და პირში.

ერთ დღესაც ეს ბავშვი აღმოაჩენს თავის გონებაში, სულში და სხეულში რაღაცას, რაც მშიერს გახდის.

ერთ დღესაც ეს ბავშვი ჩაიდენს რაღაცას, რაც გამოიწვევს სასულიერო პირების ფორმით მოსილი ადამიანების გაღიზიანებას. ადამიანებისა, რომლებიც ქვის მასიური ნაგებობებიდან მოითხოვენ მის სიკვდილს.

ერთ დღესაც პოლიტიკოსები დააწესებენ კანონებს ამ ბავშვის წინააღმდეგ.

ერთ დღესაც ოჯახები მიაწვდიან არასწორ ინფორმაციებს  ამ ბავშვებს და თითოეული ბავშვი მიწოდებულ ინფორმაციას გადასცემენ თაობებს. ეს ინფორმაცია ამ ბავშვების არსებობას გახდის გაუსაძლისს.

ერთ დღეს ეს ბავშვი დაიწყებს ქმედებას ამ გამოცდილებებით, იმ გარემოში, სადაც ეს აქტივობები და ინფორმაციები იძულებით თვითმკვლელობას ჩაადენინებს, ან ჩამოუყალიბდება შიშები, რომ მოკლავენ, ან გახდება უხილავი და გაჩუმდება, ან ერთ დღესაც ეს ბიჭი ისაუბრებს. როდესაც ის დაიწყებს საუბარს, ადამიანები რომლებმაც ჩამოაყალიბეს ამ ბავშვის  შიშები მოუწოდებენ მას სიჩუმისაკენ, დახრჩობით, მუშტებით, ციხით, გაგუდვით, გაუპატიურებით, დაშინებით, ნარკოტიკებით, თოკებით, იარღით, კანონით, მუქარით, ხალხის მასებით, ბოთლებით, დანებით, რელიგიით, ტყუილით, ცეცხლში დაწვით. ექიმები გამოაცხადებენ ამ ბავშვს განკურნებადად, თითქოს მისი ტვინი დავირუსებულია. ეს ბავში დაკარგავს თავის კონსტიტუციურ უფლებებს მთავრობის წინააღმდეგ, მისი პირადი სივრცის ხელყოფით. ეს ბავში თავის თავზე გამოცდის ელექტრო-შოკს, წამლებს, ჯანმრთელობის თერაპიის კურსებს ლაბორატორიებში, ფსიქოლოგებისა და მკვლევარ-მეცნიერების დაკვირვებით. იგი იქნება მთავარი სიუჟეტი  სახლის, სამოქალაქო უფლებების, სამსახურის და ყველა ხელმისაწვდომი თავისუფლების დაკარგვისა.

 

ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც ერთი ან ორი წლის შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ სურს თავისი შიშველი სხეული სხვა შიშველი ბიჭის სხეულის გვერდით.

 

დეივიდ ვოჯნაროვიცი,

ამერიკელი არტისტი.

აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძლაში ჩართული  ცნობილი აქტივისტი ნიუ იორკის სახელოვნებო სივრცეში.

თარგმნა ანო სურმავამ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s