ოქფორდის ქუჩაზე, რომელიც ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ხალმხრავალი ადგილია, ლგბტქი დროშას შორიდანვე შეამჩნევთ – პოსტერი, რომელიც მეტროსადგურის მეორე სართულზეა გამოკრული, გამვლელებს ახსენელგბტქი დროშა ლონდონის ერთ-ერთ მეტროზე და ლგბტქი ფესტივალი ბრისტოლშიბს, რომ „Love is Love“. 

ამ მეტროსადგურით, დღის განმავლობაში, ათასობით ადამიანი სარგებლობს. მათ შორის არიან, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტებიც.

„თუ სწორად მახსოვს,  ეს პოსტერი 4-5 თვის წინ გამოაკრეს“, – მიხსნის ელისა, რომელიც 21 წლის არის და იქვე აყოლებს, – „ყველაფერი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა, რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენელი იქნებოდა“.

დიდმა ბრიტანეთმა ქორწინების თანასწორობა 2014 წლის გაზაფხულზე დააკანონა. ის ადამიანები, ვინც ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვიან, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას დღესაც სიხარულით  და სიამაყით იხსენებენ. ამ ამბით თავს, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, შემთხვევით გაცნობილი ადამიანებიც იწონებენ.

„კარგად მახსოვს, 2014 წლის 29 მარტი იყო ჰომოსექსუალი წყვილის პირველი ქორწინების თარიღი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს ჩემი გეი მეგობრებისთვის. ბრიტანეთის მთავრობამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და მიხარია, რომ მან გაუძლო იმ პროტესტს, რაც ცალკეულ ჯგუფებში ამ ამბავს მოჰყვა“, – მეუბნება კაროლინა, რომელიც ლონდონში დაიბადა და გაიზარდა.

კაროლინასგან ვიგებ, რომ ლონდონიდან საშუალოდ 2 სააათის სავალზე, მდინარე ეივონისა და ატლანტის ოკეანის შესარჩავთან მდებარე „BRISTOL PRIDE” მდებარეობს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც თემის წევრებმა საკუთარი შემოწირულობებით შექმნეს და რომელიც წლიდან წლამდე მუშაობს ლგბტქი ადამიანების საჭიროებების წინ წამოწევისა და პრობლემების მოგვარებისთვის.


ამ ზაფხულს “BRISTOL PRIDE” ფესტივალსაც მართავს, რომელიც ფარგლებში ლგბტქი ადამიანებს ახალი მეგობრების გაჩენის, დროის გაყვანისა და გართობის საშუალება თითქმის ყოველკვირა აქვთ.

„ჩვენი მიზანია გავზარდოთ ლგბტქი ადამიანების ხილვადობა, გავაძლიროთ მთლიანად თემი და დავეხმაროთ მათ, ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებაში. ჩვენ ვდგავართ დისკრიმინაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩვენი მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც თანასწორობა. ყველა ადამიანი უნდა იყოს ამაყი იმით, როგორიც არის და როგორი სიყვარულიც შეუძლია მას“, – ამბობენ „BRISTOL PRIDE“-ის წარმომადგენლები.

ფილმები, მუსიკა, საუბრები, ცეკვა, სასმელი და ბევრი მეგობარი, – ბრისტოლის ფესტივალზე ყველაფერ ამის მოძებნა შეიძლება.

ფესტივალის ფარგლებში გამართული ღონისძიებებს, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, BBC-იც აქტიურად აშუქებს.

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.  

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s