მაშროუ ლეილა 

Mashrou’ Leila

მუსიკოსები ლიბანიდან  

იყო არაბი და ქვიარი ეს იმას გავს, რომ “პიდარასტს” და “ტერორისტს” ერთდროულად გიწოდებდნენ….

ჰამედ სინოს სიტყვები გადაჭედილ დარბაზში, როდესაც ვაშინგტონის დროით, 48 საათზე ნაკლები იყო გასული,  ორლანდოს ტრაგედიის შემდეგ, როდესაც  ერთ-ერთ გეი ღამის კლუბში, მუსლიმა კაცმა 49 ადამიანი მოკლა

წინა ხაზზე ქვიარ მებრძოლები დადგენილი ნორმატიულობის წინააღმდეგ – მსგავსი შინაარსის ტექსტებით, ბეირუთში დაფუძნებული ბენდი გამოდის, ახლო აღმოსავლეთში აურზაურის შემოსატანად, და მუსიკალური აჯანყების აღსაძვრელად. 

ლიბანური ჯგუფი მაშროუ ლეილა, 2008 წელს, ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში შეიქმნა, ერთ-ერთი მუსიკალური ვორქშოფის შედეგად, რომლის დროსაც ჯგუფის წევრები ჯემ სეიშენის იმპროვიზაციებს ასრულებდნენ. ბენდის სახელი – მაშროუ ლეილა, სიტყვა სიტყვით“overnight project`-ს ნიშნავს` (ქართ. შუაღამის პროექტი). ჯგუფი მას შემდეგ იკრებს ძალას და მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.

მაშროუ ლეილა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდი პოპ შემსრულებელია ახლო აღმოსავლეთში. ისინი ქმნიან ალტერნატიულ, პოლიტიკურ დისკურს მუსიკალურ სამყაროში.

ჯგუფის სოლისტი, სინო, რომელიც ღიად პოზიციონირებს როგორც ქვიარი, არაბულ ენაზე ასრულებს  მუსიკალურ ნაწარმოებებს და ლიბანურ საზოგადოების და პოლიტიკის გასაკრიტიკებლად ირონიას იყენებს. მაშროუ ლეილას ტექსტები ააშკარავებს და აშარჟებს პატრიარქატულ კულტურას აღმოსავლეთ სამყაროში.  ჯგუფისათვის პროტესტის ფორმაა პოლიტიკურად ღიად პოზიციონირება, ქვიარ ტექსტებით  მუსიკაში. შეიძლება ითქვას, რომ მაშროუ ლეილა ცვლის სტატუს -კვოს არაბულ პოპ-ში.

მაშროუ ლეილას ტექსტები თამამად საუბრობს ზოგად სოციალურ პრობლემატიკაზე, მათ შორის მთავარი როლი სექსუალობას და გენდერული იდენტობების საკითხებს უკავშირდება. ჯგუფის წევრები არ ერიდებიან ლიბანურ და, ზოგადად არაბული სამყაროს აგრესიას, ან წინააღდგებობას. ისინი გამუდბებით იბრძვიან იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ არასეკულარულ სახელმწიფოებს აღმოსავლეთში თავინთი მუსიკით, ხშირად ხდება მათი კონცერტების დაბლოკვა – თუმცა ისნი მაინც ახერხებენ მიწისქვეშეთიდან მოგვაწვდინონ ხმა.

დიდი გამბედაობა ვლინდება მაშროუ ლეილას მუსიკაში და ეს გამბედაობა უპირისპირდება ტაბუებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გეი ურთიერთოებები, პოლიტიკური კორუფცია, ინტერსექციური ჩაგვრის ინსტრუმენტები, გადაკვეთის წერტილები რასობრივ, გენედრულ, სოციალურ საკითხებს არსებულ პოლიტიკურ დისკურსებში –  გლობალურად მიმზიდველ საუნდტრეკებში.

ჯგუფის წევრი, სინო ახლო აღმოსავლეთის შესახებ:

“ ძალიან ბერვი ჯგუფია ახლო აღმოსვალეთში, რომლებიც ლიბერალებად პოზიციონირებენ და სუპერ პროგრესულები არიან, მაგრამ ისინი არ ჩანან აღმოსავლურ მედიაში. რადიკალი ისლამისტი ტერორისტები აგრძელებენ თავის წარმოჩინებას ახლო აღმოსავლეთის ინდივიდების პროტოტიპებად.

სრული სიგიჟეა წინააღმდეგობის გაწევა, რასაც სინო ეძახის “ პრობლემურ მონო-ნარატივს“, ერთი ხაზი უკვდავყოფილიქნა დასავლური მედიის მიერ- ახლო აღმოსავლეთი არის უსაზღვრო, ვრცელი ადგილი, თავისუფალი სივრცე, ქაოსური, განსხვავებული, მრავალფეროვანი, კომპრომისული ვიდრე ათეული ქვეყნები რომელთაც უკვე გააჩნიათ საკუთრი, პოლიტიკური და სოციალური სიმყარე. ლიბანი, ახალო აღმოსავლეთში,  ე.წ აბსოლუტურ არაბულ ქვეყნას წარმოადგენს, რომელიც ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებითა და კოსმოპოლიტური კულტურით. ეს ისტორია ითვლის ათასწლეულებს. ამ სივრცეში  ქალთა და ლგბტ უფლებათა ორგანიზებული კამპანიების აქტირუობა მანამდე შეიმჩნეოდა, ვიდრე ამ პროცესებს არაბულ გაზაფხულს უწოდებდნენ დასავლური მედიის საშუალებით. ამ დროს, ახლო აღმოსავლეთში ერთროულად მოხდა ყველა ჩაწყვეტილი ხმის (ყურადღების მიღმა დატოვებული პრობლემების) და პოლიტიკური პროცესების ამოფრქვევა.

სინო ე.წ დასავლური /ამერიკული პოლიტიკის მიერ შექმნილ დისკურსებზეც საუბრობს , რის შედეგადაც დღემდე ყალიბდება აგრესიით სავსე ვაკუუმი ახლო აღმოსავლეთის და ასევე ამერიკული საოგადოების შორის -“ა.შ.შ-ს აქვს მისწრაფება შექმნას “simplistic“ ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორი გადაგვარებულ და ჩამორჩენილია  ახლო აღმოსავლეთი“, ამბობს სინო.

სინო დაიბადა ა.შ.შ -ში და ამერიკის მოქალაქეა, მისი ბენდის წევრები – ჰაიგ პაპაზიანი, ქარლ გერგესი, ფირას აბუ-ფაკერი და იბსჰიმ ბადრ გაიზარდნენ  კლასობრივად მაღალ საფეხურზე მდგომ ოჯახებში.  

რაც შეეხება მათ მიერ შექმნილი მუსიკის სტილს, სინო  ამბობს: “ჩვენ თავიდან ვიცილებთ ჟანრობრივ დაყოფას, არ მომწონს ვქმნიდე ბლუზის, ჯაზის ან ვიყენებდე ქუჩის ხმაურის ელემენტებს, მომწონს იმის შეგრძნება როცა ამ ხაზებს თავიდან იცილებ“

მაშროუ ლეილას ძველ ჩანაწერებს რომ მოვუსმინოთ, სინოს ხმას ძლიერი ფილტრი ადევს, თითქოს რუპორში მღერის, რაც ჯგუფის პროტესტში ჩართულობის გამომხატველია და სწორედ ამიტომ ირჩევენ მსგავს ფორმატს – თითქოს ეგვიპტეში, ტაჰირის სკვერიდან მღერიან.

ჯგუფს შექმნილი აქვს ოთხი ალბომი. აღსანიშნავია ბოლო ორ ალბომი, სადაც, მთავარი აქცენტები ქვიარ კონტექსტზეა გაკეთებული. საილუსტრაციოდ ერთ – ერთი სიმღერის ტექსტი შეგვიძლია წარმოვადგინოთ.

’’ჩვენი მთელი ცხოვრება გავიდა მანამ, სანამ ჩვენი უფლებები კონტროლდება შენი გრძნობებით,

მე ამომშალეს ისტორიიდან, თითქოს ეს შენი საკუთარი ისტორია იყოს.

ჩვენ ვთრაგმნეთ საფოს და აბუ ნუვასის ლექსები მათთვის,

ჩვენ დავწერეთ ისინი ბანერბეზე, რომ ვიყვიროთ ჩვენს დემონსტრაციებზე” – ეს არის ტექსტი სიმღერიდან “Tayf” (მოჩვენება), რომელიც ორლანდოს ტრაგედიას მიეძღვნა.

მე მუსლიმანი ვარ, ფადი და ნაემი კი ქრისტიანები არიან, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე ჩვენს ურთიერთობაში, არ ვართ ამ ტიპის ბიჭები. ჩვენ ადამიანები ვართ. არ ვართ რელიგიური ხალხი, მაგრამ ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაცხადო მე მუსლიმი ვარ, მე მინდა ვაჩვენო სამყაროს, შეიხებს, მუსლიმ ფანატიკოსებს, რომ ჩვენთან არსებობენ ლგბტ ადამიანები, ჩვენს საზოგადოებაში, რათა გაიგონ – ჩვენ აქ ვართ და არ გვეშინია.

წყაროები:

http://www.laweekly.com/music/this-lebanese-bands-singer-isnt-afraid-to-speak-out-about-being-arab-and-queer-7033695

http://www.slate.com/articles/life/explainer/2012/08/homosexuality_and_islam_how_do_you_say_gay_in_arabic_.html

https://www.good.is/features/lgbt-life-middle-east

https://www.theguardian.com/music/musicblog/2013/sep/13/mashrou-leila-lebanese-arab-politics

 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s