20noemberi2.jpg

ქუთაისში, 20 ნოემბერს, ქვიარ აქტივისტებმა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამ ლოკაციაზე, ხალხმრავალ საჯარო ადგილებზე შავი ნაჭრები გადმოფინეს. ნაჭრებზე ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების შესახებ ინფორმაციაა დატანილი. “აღიარე ჩემი მკვლელობა; 20 ნომებერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა”; “ჩვენ გვახსოვს საბი, ბიანაკა, ზიზი”; – წერია დიდი ზომის შავ ნაჭრებზე.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს პეკინის 14 ნომერში მოკლეს.მისი ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც მის ბინაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საბის დანით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

2016 წლის 4 თებერვალს  ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, 2016 წლის 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებული გ.მ ტრანსგენდერ ქალს 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, დაესხა თავს. ქალს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში. იგი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

\

ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტქი თემის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლინების ხარისხი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ მაღალი, მსგავსი ძალადობრივი პრაქტიკების არსებობს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ-კულტურულ გარემოსთან. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა საზოგადოება ტრანგენდერი ქალების მიმართ:

  1. ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია და შესაბამისად არ აწარმოებს ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკას. არაეფექტურად ხდება სექსულური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით მომხდარე დანაშაულებების გამოძიება. საბი ბერიანი საქმეც, სწორედ სამართლებრივად არათანმიმდევრული და არასენსიტიური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.  
  2. ტრანსგენდერი პირების სოციალური ჩაგვრის გამომწვევი ფაქტორი, დიდწილად  გენდერის სამართლებრივი აღიარების გართულებულ/არაჰუმანურ პოლიტიკას უკავშირდება. ა.) ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული. ბ) ამის მიუხედავად, პრაქტიკის მიხედვით (ადმინისტრაციული თუ  სასამართლო) ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლისთვის აუცილებელი წინპირობაა ქირურგიულ ოპერაცია/სტერილიზაცია (შესაბამისად საქმე გვაქვს ძალადობრივ და გაუაზრებელ სახელმწიფო პოლიტიკასთან).

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1999 წლიდან , 20 ნოემბერს აღნიშნავს. ტრანსგენდერთა ხსოვნასთან დაკავშირებული ღონისძიება, პირველად 1999 წელს სანფრანცისკოში განხორციელდა, ტრანსგენდერი ქალი რიტა ჰესტერის მკვლელობის წლისთავზე.

ფოტოს ავტორი: ანანო სურმავა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s