ორგანიზაცია “იდენტობა იუს” ის შესახებ:

“იდენტობა იუს” საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების მიმართ მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს და ცდილობს განსხვავებული და გარიყული თემების ერთდროულად წარმოჩენით მათ ერთიანობის, თვით-ადვოკატირების და ურთიერთდახმარების რწმენა შემატოს. “იდენტობა იუს”-ის მისია არის დაფუძნებული დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი საზოგადოების რწმენაზე, რომელიც წარმოუდგენელია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე.

პროექტი, რომლის ფაგლებშიც ცხადდება ვაკანსიები „აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით მსმ და ტრანსგენდერი პოპულაციების მობილიზება და მათთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიწოდება“.

პროექტის მიზანი: აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია აივ/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მხრივ რისკის ქვეშ მყოფი მსმ (მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან), ტრანსგენდერი ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე, სარისკო ქცევების შემცირებასა და მათთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

შეირჩევიან კანდიდატები რომლებიც: 1)  თავისუფალნი არიან ჰომოფობიური და სხვა ქსენოფობიური დამოკიდებულებებისაგან; 2) ფლობენ გენდერისა და სექსუალური საკითხების სფეროში მინიმალურ ცოდნას.

  • დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი (მოკლედ უპასუხეთ კითხვებს: რატომ გსურთ “იდენტობა იუს-ში” მუშაობა, რა გამოცდიელბას ფლობთ) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე info@identoba.com. ქვემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 5- იანვარი, 2018;
  • ელექტრონული ფოსტის სათანადო ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ელ-ფოსტა წაიშლება.

1.  ვაკანსია მენეჯერის პოზიციაზე: 

მენეჯერისთვის სავალდებულო კვალიფიკაცია: 1) უმაღლესი განათლება მენეჯმენტში, სოციალურ მეცნიერებებში, გენდერის კვლევებში ან მომიჯნავე სპეციალობებში; 2) საპროექტო განაცხადების  წერის უნარი და პრაქტიკული გამოცდილება; 3) პროექტების ბიუჯეტების შედგენისა და მართვის უნარი და გამოცდილება; 4) არასამთავრობო სექტორში (სასურველია, თუმცა არააუცილებლად ადამიანის უფლებათა სფეროში) მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

მენეჯერის სავალდებულო ფუნქციებია: 1) პროექტების ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა 2) პროექტების ყველა ეტაპის დაგეგმვა და პროგრესის შეფასება 3) დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება და ეფექტური კომუნიკაცია. 4) სხვა ორგანიზაციულ საქმიანობაში მონაწილეობა; 5) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 6)  გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი;

* უპირატესობა მიენიჭება ისეთ კანდიდატს, რომელსაც აქვს ანთროპოლოგიური ან/და სოციოლოგიური კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება.

*  ფლობს ინგლისურ ენას.

  • განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სთ)
  • ანაზღაურება: 910 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

სხვა პოზიციები, რომელიც 2018 წლის იანვრიდან იქნება ვაკანტური: 

2. ვაკანსია – თემთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სავალდებულო კვალიფიკაცია: 1) უმაღლესი განათლება, (სასურველია  სამედიცინო, სოციალურ, ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში); 2) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან ასპექტად; 3) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 4)  გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი.
მოვალეობები/სამუშაოს აღწერა:

ააიპ “იდენტობა იუს” სამიზნე თემთან (ლგბტქი) ურთიერთობა: კომუნიკაცია, რეგულარული და განახლებული ინფორმაციის მიწოდება ბენეფიციარებისთვის ორგანიზაციის მომსახურებების შესახებ, მათი ინდივიდუალური საჭიროების მაქსიმალურად გათვალისწინება, გადამისამართება სხვადასხვა სერვისის მისაღებად (როგორც ორგანიზაციის შიდა ისე გარე); სამიზნე თემში არსებული პრობლემატური საკითხების წინ წამოწევა; ღონისძიებების დაგეგმვა და სათემო ინიციატივების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

* უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას;

  • განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სთ)
  • ანაზღაურება: 700 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

3. ვაკანსია – საველე ოფიცერი/აუთრიჩერი

სავალდებულო კვალიფიკაცია – 1) უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან სოციალურ მენიერებებში) 3) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 4)  გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი.

მოვალეობები/სამუშაოს აღწერა: საველე სამუშაოების წარმოება სამიზნე თემის მობილიზების მიზნით; რისკის ქვეშ მყოფი მსმ (მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან), ტრანსგენდერი ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე და ორგანიზაციის სერვისების თუ ღონისძიებების შესახებ

  • განაკვეთი: არასრული (50%)
  • ანაზღაურება: 250 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

4. ვაკანსია-სოციალური მუშაკი

სავალდებულო კვალიფიკაცია: 1). სოციალური მუშაკის პოზიციის დასაკავებლად სავალდებუოა უმაღლესი განათლება; 2) სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის გამოციდლება; 3) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 4) გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი.

* უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას;

  • განაკვეთი: არასრული (50%)
  • ანაზღაურება: 500 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

5. ვაკანსია-ფსიქოლოგი

სავალდებულო კვალიფიკაცია: 1) ფსიქოლოგის პოზიციის დასაკავებლად სავალდებულოა უმაღლესი განათლება; 2) სასურველია ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება; 3) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 4) გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი.

* უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას;

  • განაკვეთი: არასრული (50%)
  • ანაზღაურება: 500 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

6. ვაკანსია-სამედიციანო კონსულტანტი

სავალდებულო კვალიფიკაცია: 1) უმაღლესი განათლება (სასურველია  სამედიცინო, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში); 2) აივ/შიდსისა და სხვა სგგი დაავადებების შესახებ ინფორმაციის ფლობა; 3) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 4)  გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი.

სამედიცინო კონსულტანტის სავალდებულო ფუნქციებია:

  1. ბენეფიციარებისათვის აივ/შიდსზე სწრაფი ტესტის ჩატარება;
  2. ტესტის ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ ზოგადი სამედიცინო კონსულტაციის გაწევა;
  3. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარების რელევანტურ ინსტიტუციებში გადამისამართება;
  4. სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტების შედგენა;
  5. რესურს-ცენტრების ბაზაზე დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა;
  6. სხვა ორგანიზაციულ საქმიანობაში მონაწილეობა.

 

  • განაკვეთი: არასრული (50%)
  • ანაზღაურება: 500 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s