ორგანიზაცია “იდენტობა იუს” ის შესახებ:

“იდენტობა იუს” საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების მიმართ მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს და ცდილობს განსხვავებული და გარიყული თემების ერთდროულად წარმოჩენით მათ ერთიანობის, თვით-ადვოკატირების და ურთიერთდახმარების რწმენა შემატოს. “იდენტობა იუს”-ის მისია არის დაფუძნებული დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი საზოგადოების რწმენაზე, რომელიც წარმოუდგენელია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე. პროექტის და ვაკანსიის შესახებ: 

პროექტი, რომლის ფაგლებშიც ცხადდება ვაკანსია სოციალურ მუშაკზე:  „აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით მსმ და ტრანსგენდერი პოპულაციების მობილიზება და მათთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიწოდება“.

პროექტის მიზანი: აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია აივ/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მხრივ რისკის ქვეშ მყოფი მსმ (მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან), ტრანსგენდერი ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე, სარისკო ქცევების შემცირებასა და მათთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

სოციალური მუშაკის სავალდებულო კვალიფიკაცია: 1). სოციალური მუშაკის პოზიციის დასაკავებლად სავალდებუოა უმაღლესი განათლება; 2) სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის გამოციდლება; 3) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კოორდინირებლად მუშაობის უნარი; 4) გუნდში მუშაობის გამოცდილება და სურვილი.

* უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას;

შეირჩევაკანდიდატი, რომელიც: 1)  თავისუფალნი არიან ჰომოფობიური და სხვა ქსენოფობიური დამოკიდებულებებისაგან; 2) ფლობენ გენდერისა და სექსუალური საკითხების სფეროში მინიმალურ ცოდნას.

  • განაკვეთი: არასრული (50%)
  • ანაზღაურება: 500 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
  • ქალაქი: ქუთაისი
  • დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული და თქვენი CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@identoba.com.
  • ელექტრონული ფოსტის სათანადო ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ელ-ფოსტა წაიშლება.
  • საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის  14 იანვარი, 2018;

 

 

შესაბამისი ბმული:

 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s