კატეგორია: პოლიტიკა

რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები ჰომოსექსუალობაზე

ნადია სავჩენკოს სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

უკრაინელი პილოტი, ნადია სავჩენკო დამნაშავედ ცნეს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მეჭიაური: ფარულ ვიდეოებთან დაკავშირებით კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

თსუ-ს სტუდენტებმა ჯარიაშენში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოფელ ჯარიაშენში ჩავიდნენ და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. სტუდენტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ოკუპანტები გზას აშენებენ.

“უკონტროლო მოსმენა დაკანონდა” – სამოქალაქო საზოგადოება რუსთაველზე აქციას მართავს

მონაწილეები ფარულ მოსმენებსა და მიყურადებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პიროვნული თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.

კონსტიტუციური კანონის პროექტის სახალხო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

კომისია, რომელმაც საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები უნდა წარუდგინოს, 15 წევრით დაკომპლექტდა.

წიკლაური: კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ კაცმა ბებიას არ უნდა სცემოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, “კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ კაცმა ბებიას არ უნდა სცემოს”.

კანდელაკი: ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაციაა

“ამ საკითხის ხელოვნურად წამოწევა არის, ერთის მხრივ, რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია, თითქოს ვიღაც თავს გვახვევს რამე სხვას, როცა ეს ასე არ არის”.

ქუცნაშვილი “იდენტობას” აქციაზე: ტრადიციულ ქართულ ღირებულებებს დავიცავთ

“ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმ ჯგუფსაც, რომელზეც თქვენ საუბრობთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი “იდენტობას” მიერ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციას.

კორძაია: “იდენტობას” აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ნაწილობრივ, მეც ვიზიარებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან “იდენტობის” მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა ნაწილობრივ მისაღებია.

კონსტიტუციური პროექტის განსახილველად პარლამენტს კომისიის შექმნის მოთხოვნა წარედგინა

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით, პარლამენტს საორგანიზაციო კომისიის შექმნის მოთხოვნა წარუდგინეს.

შეეშვით ლგბტ თემის დემონიზებას – “იდენტობას” საპროტესტო აქცია პარლამენტთან

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით – “მეტი მტერი ვერ იპოვე? რუსეთი 20 კილომეტრშია”, “პარლამენტო, გულთგონთხართა?” შეეშვით პოპულიზმს”, “რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ “შარვალ-კოსტუმი”? “რეალურ პრობლემებს მიხედეთ!” “ჩვენს ხარჯზე გინდა მოიგო არჩევნები?” “შეეშვით ლგბტ თემის დემონიზებას​​”.

მეჭიაური: ცინიკურია, რომ ქუთაისიდან იწყებენ გაპიდარასტებას

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” აქციას გამართავს და პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხის განხილვას გააპროტესტებს.

ბოკერია ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე: რუსული თამაშია და შესვლა არ ღირს

ბოკერიას განმარტებით, ამ ინიციატივით ხელისუფლებას სურს გადაფაროს ქვეყანაში ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს.

ვაშაძე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე: ამ საკითხის ინიცირება სამარცხვინოა

მე მაქვს კითხვა, რატომ პოპულისტობენ და მინდა, რომ ამ კითხვაზე მოვისმინო პასუხი”, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

თარხნიშვილი: ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დავუჭერ

ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

დავით დარჩიაშვილი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან “17 მაისთან” განაცხადა.