ჭდე: ქალთა საკითხები

გურჯაანში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს კრიზისული ცენტრი შეიფარებს

“ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა” ორადგილიანი კრიზისული ცენტრი გურჯაანის გამგეობის შენობაში გახსნა.

ირაკლი ალასანია: პოლიტიკაში ქალთა ხმა უნდა გაიზარდოს

“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობისა და თავზე მოხვევის. ეს არის საზოგადოება, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველას უფლება გარანტირებული უნდა იყოს კანონითა და საზოგადოებრივი განწყობებით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ქალთა საერთაშორისო დღე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქციით აღნიშნეს

დღეს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ქალთა პასიური საარჩევნო […]

ფემინიზმი ქაბულის ქუჩებში

“მე მინდა, ადამიანების გონებიდან ომის ყველა ცუდი მოგონება ფერებით შევცვალო”.

სამირა ბაირამოვას გატაცების ბრალდებით რუსეთის არასრულწლოვანი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამირა ბაირამოვას გატაცების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ელჩინ ი. დააკავეს.

სტუდია ჯიბლი: ჩამოიტოვეთ ბიჭები უკან

ჯიბლის ფილმების პერსონაჟი გოგონების “ქალურ” თვისებებს და ბავშვურ უცოდველობას ხშირად კრიზისის მოგვარება და დაპირისპირებული სამყაროების შერიგება შეუძლიათ.

მადამ როლანდი – საფრანგეთის რევოლუციის აქტივისტი ქალი

ჯეინმა განათლება და ცოდნა ლიტერატურაში, მუსიკასა და მხატვრობაში ჯერ კიდევ პარიზის გოგონათა სასწავლებელში მიიღო.

გაიცანით ჰიჯარბი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თოჯინა, ბარბი ჰიჯაბში

“აღნიშნული პროფილი იმისთვის გავაკეთე, რომ თოჯინებისთვის შემექმნა შედარებით მოკრძალებული ტანსაცმელი, რადგან მსგავსი რამ არასდროს არსად მინახავს”.

თალაკვაძე: სანამ ერთ ქალს მაინც სცემენ, პოლიციელებს არ გვაქვს დაძინების უფლება

“სანამ საქართველოში ერთ ქალს მაინც კლავენ, სცემენ ან ხელს უშლიან პროცესების სრულფასოვანი მონაწილე გახდეს – იცოდეთ, რომ პოლიციელებს არ გვაქვს უფლება თვალები დავხუჭოთ… დასაძინებლად.”

კვლევა: კომპანიები, რომელთაც ქალი ლიდერები ჰყავთ, უფრო წარმატებულია

კვლევაში ჩართული იყო 91 ქვეყნის 21,980 საერთაშორისო სავაჭრო კომპანია. შედეგების მიხედვით, კომპანიას, რომელსაც თანამშრომლების სულ მცირე 30%-იანი ქალების წარმომადგენლობა ჰყავს წამყვან პოზიციებზე, 6%-ით მეტ მოგებაზე გადის.

VINA – აპლიკაცია ქალებისთვის

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალები იპოვიან საუკეთესო მეგობრებს, პარტნიორებს, რათა ერთად იმოგზაურონ, ასევე პაემნებზე იარონ და ა.შ.”

კრიმინალიზებული შრომა

საქართველოში პროსტიტუცია შრომად არ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ სექსმუშაკების მომსახურებით ბევრი სარგებლობს, ქმედება მაინც ამორალურ საქციელად ითვლება.

გიორგი მარგველაშვილი: გენდერულ კვოტირებას მხარს ვუჭერ

გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ახალი კვლევა დისნეის ანიმაციურ ფილმებში ქალი პერსონაჟების შესახებ

დღეისთვის, დისნეის პრინცესები კი მამაცები, გაბედულები და თავდაჯერებულები არიან. მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა ფილმებში მოულოდნელი ტრენდი აღმოაჩინეს: მთავარი როლების შემსრულებელ პერსონაჟებს ნაკლები დიალოგები აქვთ, ვიდრე ეს 1930-იან და 50-იანი წლების ფილმებში იყო. ხოლო, მთავარი როლის შემსრულებელი კაცები უფრო მეტს საუბრობენ.

კამპანია “პოლიტიკაSHE”​ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას ეხება

კამპანია “პოლიტიკაSHE”​ “ოქსფამის” დაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა რეგიონში ლექცია-დისკუსიებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კამპანიები გორში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

გენდერული აუდიტის ანგარიში: შსს-ში თანამშრომლების 14 % ქალია

აუდიტის ჩატარების პერიოდში (2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი) აღმოჩნდა, რომ სამინისტროში და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში თანამშრომელთა (როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე) 14 % ქალია.

გენდერული კვოტირების შესახებ საინფორმაციო კამპანია ‘პოლიტიკა SHE’ დაიწყო

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გენდერული კვოტის შესახებ საინფორმაციო კამპანია “პოლიტიკა SHE” დაიწყო.